
ეზექიელი 44:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვერ მომეკარებიან, რომ მღვდლობა გასწიონ ჩემ წინაშე და მიეახლონ რაიმე წმიდას ჩემსას და წმიდათა წმიდას; არამედ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და სისაძაგლეებს, რომელთაც სჩადიოდნენ.
ეზექიელი 44:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 44:13 კონტექსტში
44:11რადგან ისინი მსახურობდნენ ჩემს საწმიდარში ტაძრის კარიბჭეთა მცველებად და ემსახურებოდნენ ტაძარს; ისინი ხოცავდნენ აღსავლენს და მსხვერპლს ერისათვის; ისინი იდგნენ მათ წინაშე მათ სამსახურად.
44:12რაკი ემსახურებოდნენ მათ მათი კერპების წინაშე და ცოდვაში ჩააგდეს ისრაელის სახლი, ამიტომაც აღვმართე მათზე ხელი, ამბობს უფალი ღმერთი, და იტვირთავენ თავიანთი ცოდვის სასჯელს.
44:13ვერ მომეკარებიან, რომ მღვდლობა გასწიონ ჩემ წინაშე და მიეახლონ რაიმე წმიდას ჩემსას და წმიდათა წმიდას; არამედ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და სისაძაგლეებს, რომელთაც სჩადიოდნენ.
44:14მე დავადგენ მათ ჩემი ტაძრის სამსახურის შესასრულებლად ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება.
44:15ხოლო ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავალნი, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როცა ისრაელიანები განმდგარნი იყვნენ ჩემგან, მომეახლებიან, რომ მემსახურონ; დადგებიან ჩემ წინაშე, რომ მომართვან ქონი და სისხლი, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 44:13
- რიცხვთა 18:3აღასრულონ მოვალეობა შენ მიმართ და მთელი კარვის მიმართ, ოღონდ არ მიეკარონ საწმიდარის ჭურჭელს და სამსხვერპლოს, თორემ ისინიც დაიხოცებიან და თქვენც.
- ეზექიელი 32:20მახვილით განგმირულთა შორის დაცემიან; მახვილს არის მიცემული იგი, წაათრევენ მას და მთელ მის სიმრავლეს.
- ეზექიელი 36:7ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელი აღვმართე და ნახეთ, თუ შეურაცხყოფა არ ატარონ ხალხებმა, თქვენს გარშემო რომ არიან!
- ეზექიელი 16:61გავიხსენებ შენს საქციელს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 44
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში