
რიცხვთა 18:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღასრულონ მოვალეობა შენ მიმართ და მთელი კარვის მიმართ, ოღონდ არ მიეკარონ საწმიდარის ჭურჭელს და სამსხვერპლოს, თორემ ისინიც დაიხოცებიან და თქვენც.
რიცხვთა 18:3 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 18:3 კონტექსტში
18:1უთხრა უფალმა აარონს: შენ და შენმა შვილებმა და შენმა მამისსახლმა შენთან ერთად უნდა იკისროთ დანაშაული საწმიდარში; შენ და შენმა შვილებმა შენთან ერთად უნდა იკისრონ დანაშაული თქვენს მღვდლობაში.
18:2შენი მოძმეები, ლევიანთა შტო, მამაშენის ტომი, შენ წაიყვანე, თქვენთან იყვნენ განუყრელად და გემსახურონ. შენ და შენი შვილები კი შენთან ერთად აღთქმის კარვის წინ უნდა იყოთ.
18:3აღასრულონ მოვალეობა შენ მიმართ და მთელი კარვის მიმართ, ოღონდ არ მიეკარონ საწმიდარის ჭურჭელს და სამსხვერპლოს, თორემ ისინიც დაიხოცებიან და თქვენც.
18:4შენთან უნდა იყვნენ განუყრელად და ასრულებდნენ მოვალეობას სადღესასწაულო კარვის მიმართ, კარვის მთელ სამსახურს. უცხო კაცი არ უნდა მოგეკაროთ.
18:5შეასრულეთ საწმიდარის წესი და სამსხვერპლოს წესი, რომ რისხვა აღარ დაატყდეთ ისრაელიანებს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 18:3
- რიცხვთა 4:15როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.
- რიცხვთა 16:40რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა და არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც ეუბნებოდა მას უფალი მოსეს პირით.
- რიცხვთა 3:25გერშონიანებს სადღესასწაულო კარავში ებარათ: სავანე მისი გადასახურავითურთ და ფარდა, სადღესასწაუღო კარავში შესასვლელი.
- რიცხვთა 3:31მათ ებარათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლები, მსახურების დროს გამოსაყენებელი, ფარდა და მთელი ჩემი მოწყობილობა.
- რიცხვთა 3:36მერარიანებს ებარათ სავანის ძელები, მისი ლარტყები, სვეტები ფეხებითურთ, მთელი მისი აღჭურვილობა და მთელი მისი მოწყობილობა.
- რიცხვთა 4:19ასე მოიქეცით, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცონ, როცა წმიდათა წმიდას მიუახლოვდებიან. აარონი და მისი შვილები მივიდნენ მათთან და თითოეული თავის საქმეზე და თავის წასაღებ ტვირთთან დააყენონ.
- რიცხვთა 4:20არ უნდა მივიდნენ საწმიდარის შეფუთვის საყურებლად, თორემ დაიხოცებიან.
- რიცხვთა 1:51გამგზავრებისას სავანე ლევიანებმა დაშალონ; დაბანაკებისას სავანე ლევიანებმა აღმართონ. ვინც კი გარეშეთაგან მიეკარება, მოკვდეს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 18
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში