
ეზექიელი 44:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გარეთა ეზოში, გარეთა ეზოში ხალხთან გასვლისას უნდა გაიხადონ შესამოსელი, რომელსაც მსახურების დროს იცვამენ, და დააწყონ საწმიდარ ოთახებში; სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან, რომ სიწმიდე არ გადასდონ ხალხს თავიანთი სამოსელით.
ეზექიელი 44:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 44:19 კონტექსტში
44:17შიდა ეზოს კარიბჭეებში შემოსვლისას სელის სამოსელით უნდა იყვნენ შემოსილნი, მატყლის არაფერი ემოსოთ შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში სამსახურის დროს.
44:18სელის თავსაკვრელი უნდა ჰქონდეთ თავზე და სელის არდაგი თეძოებზე; გაოფლილნი არ უნდა ირტყამდნენ სარტყელს.
44:19გარეთა ეზოში, გარეთა ეზოში ხალხთან გასვლისას უნდა გაიხადონ შესამოსელი, რომელსაც მსახურების დროს იცვამენ, და დააწყონ საწმიდარ ოთახებში; სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან, რომ სიწმიდე არ გადასდონ ხალხს თავიანთი სამოსელით.
44:20თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა მოიზარდონ; შეკრეჭით უნდა შეიკრიჭონ თავი.
44:21მღვდელთაგან არავინ ღვინო არ უნდა დალიოს შიდა ეზოში შესვლისას.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 44:19
- ეზექიელი 46:20მითხრა: ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ხარშავდნენ მღვდლები დანაშაულის და ცოდვის მსხვერპლს და აცხობდნენ ძღვენს გარეთა ეზოში გატანის გარეშე, რომ სიწმიდე ერს არ გადასდონ.
- ლევიანი 6:27ყველა, ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა; თუ სისხლი მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე.
- ლევიანი 6:10შეიმოსოს მღვდელმა თავისი სელის სამოსელი და შიშველ ტანზე სელის საწმერთული ჩაიცვას, გადმოიღოს ნაცარი, რომელიც სამსხვერპლოზე დარჩა აღსავლენის დაწვის შემდეგ, და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს.
- ლევიანი 6:11გამოიცვალოს სამოსელი და ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილზე გაიტანოს ნაცარი.
- მათეს სახარება 23:17შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს?
- მათეს სახარება 23:19შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?
- გამოსვლა 29:37შვიდ დღეს ჰქმენ მიტევება. სამსხვერპლოზე და განწმიდე იგი, და წმიდათა წმიდა გახდება სამსხვერპლო. რაც კი მიეკარება სამსხვერპლოს, წმიდა გახდება ყველაფერი.
- გამოსვლა 30:29განწმიდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმიდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 44
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში