გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 46:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 46:20

მითხრა: ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ხარშავდნენ მღვდლები დანაშაულის და ცოდვის მსხვერპლს და აცხობდნენ ძღვენს გარეთა ეზოში გატანის გარეშე, რომ სიწმიდე ერს არ გადასდონ.

ეზექიელი 46:20 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 46:20 კონტექსტში

46:18ვერ აიღებს მთავარი ვერაფერს ხალხის სამკვიდროდან მათთვის საკუთრების წართმევით; მხოლოდ თავისი საკუთრებიდან შეუძლია მისცეს სამკვიდროდ თავის შვილებს, რომ არავინ მოწყდეს ჩემი ხალხიდან თავის საკუთრებას.

46:19შემიყვანა კარიბჭის გვერდითი შესასვლელით მღვდელთათვის განკუთვნილ წმიდა ოთახებში, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და აჰა, იქ ერთი ადგილი იყო დასავლეთით.

46:20მითხრა: ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ხარშავდნენ მღვდლები დანაშაულის და ცოდვის მსხვერპლს და აცხობდნენ ძღვენს გარეთა ეზოში გატანის გარეშე, რომ სიწმიდე ერს არ გადასდონ.

46:21გამიყვანა გარეთა ეზოში და მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე და, აჰა, თითო ეზო იყო ეზოს ყოველ კუთხეში.

46:22ეზოს ოთხივე კუთხეში ოთხი მომცრო ეზო იყო ორმოცი წყრთა სიგრძისა და ოცდაათი წყრთა სიგანისა; ოთხივეს ერთი ზომა ჰქონდა კუთხეებიდან.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 46:20

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 46

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 46 · გახსენი ბიბლიის მკითხველში