
ეზექიელი 45:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერთი ცხვარი ორასი სული ფარიდან, ისრაელის საძოვრიდან საძღვნოდ, აღსავლენად და სამადლობელ მსხვერპლად, რათა განიწმიდონ სამონანულოდ, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზექიელი 45:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 45:15 კონტექსტში
45:13აი, შესაწირავი, რომელსაც უნდა სწირავდეთ: ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ხორბლიდან და ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ქერიდან.
45:14ზეთზე დადგენილია: ერთ ბათ ზეთში მეათედი ბათი ქორიდან; ათი ბათი ერთი ხომერია, რადგან ხომერში ათი ბათია.
45:15ერთი ცხვარი ორასი სული ფარიდან, ისრაელის საძოვრიდან საძღვნოდ, აღსავლენად და სამადლობელ მსხვერპლად, რათა განიწმიდონ სამონანულოდ, ამბობს უფალი ღმერთი.
45:16მთელმა ქვეყნის ერმა უნდა გაიღოს ეს შესაწირავი ისრაელის მთავრებისთვის.
45:17მთავრებს კი ევალვბათ აღსავლვნები, ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებზე, ახალმთვარობებზე, შაბათებზე, ისრაელის სახლის ყოველ ზეიმზე; მან უნდა მოამზადოს ცოდვის გამოსასყიდი, ძღვენი, აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი ისრაელის სახლის განსაწმედად.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 45:15
- ლევიანი 1:4დაადოს ხელი აღსავლენს თავზე და მიეცემა წყალობა, რომ შეენდოს ცოდვა.
- ლევიანი 6:30ცოდვის გამოსასყიდი არცერთი მსხვერპლი, რომლის სისხლიც სადღესასწაულო კარავში შეაქვთ საწმიდარში შენდობის გამოსათხოვად, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში უნდა დაიწვას.
- იგავესნი 3:9პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.
- იგავესნი 3:10ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები.
- ებრაელთა მიმართ 2:17ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.
- მალაქია 1:14წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასაჩიხრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში.
- რომაელთა მიმართ 5:10რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
- ებრაელთა მიმართ 9:22ასე რომ, რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 45
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 45 · გახსენი ბიბლიის მკითხველში