
ეზექიელი 45:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთავრებს კი ევალვბათ აღსავლვნები, ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებზე, ახალმთვარობებზე, შაბათებზე, ისრაელის სახლის ყოველ ზეიმზე; მან უნდა მოამზადოს ცოდვის გამოსასყიდი, ძღვენი, აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი ისრაელის სახლის განსაწმედად.
ეზექიელი 45:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 45:17 კონტექსტში
45:15ერთი ცხვარი ორასი სული ფარიდან, ისრაელის საძოვრიდან საძღვნოდ, აღსავლენად და სამადლობელ მსხვერპლად, რათა განიწმიდონ სამონანულოდ, ამბობს უფალი ღმერთი.
45:16მთელმა ქვეყნის ერმა უნდა გაიღოს ეს შესაწირავი ისრაელის მთავრებისთვის.
45:17მთავრებს კი ევალვბათ აღსავლვნები, ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებზე, ახალმთვარობებზე, შაბათებზე, ისრაელის სახლის ყოველ ზეიმზე; მან უნდა მოამზადოს ცოდვის გამოსასყიდი, ძღვენი, აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი ისრაელის სახლის განსაწმედად.
45:18ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველში აიღე საღი ხბო და განწმიდე საწმიდარი.
45:19აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლიდან სისხლი და სცხოს სახლის წყრთილებს, სამსხვერპლოს ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წყრთილებს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 45:17
- ნეშტთა შორისა ბ 31:3დააწესა მეფის წილი, მისი ქონებიდან, აღსავლენისთვის - დილის და მწუხრის აღსავლენისთვის, შაბათების, ახალმთავრობების და დღესასწაულების აღსავლენისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.
- ესაია 66:23მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემ წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 46:4აი, აღსავლენი, რომელიც უნდა მიუტანოს მთავარმა უფალს შაბათ დღეს: ექვსი საღი ბატკანი და ერთი საღი ვერძი.
- ეზექიელი 46:12როცა მთავარი გაამზადებს ნებაყოფლობით აღსავლენს ან ნებაყოფლობით სამადლობელ მსხვერპლს უფლისთვის, მისთვის გაიღება აღმოსავლეთის კარიბჭე დაის შესწირავს თავის აღსავლენს და სამადლობელს, როგორც შაბათობით წირავს, და გავა; მისი გასვლისას კარიბჭე იკეტება.
- ეზექიელი 43:27როცა შესრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და მის შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, და წყალობას გამოვიჩენ თქვენდამი. ამბობს უფალი ღმერთი.
- ლევიანი 23:1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
- ლევიანი 23:44გამოუცხადა მოსემ საუფლო დღესასწაულები ისრაელიანებს.
- რიცხვთა 28:1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 45
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 45 · გახსენი ბიბლიის მკითხველში