
ეზექიელი 46:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მისცემს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან თავის ყმათაგანს ვისმე, მისი იქნება აზატობის წლამდე, მერე კი მთავარს დაუბრუნდება; მისი სამკვიდრო მხოლოდ მისი შვილებისაა, მათ ეკუთვნით.
ეზექიელი 46:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 46:17 კონტექსტში
46:15გაამზადონ ბატკანი, ძღვენი და ზეთი დილაობით მუდმივი აღსავლენისთვის.
46:16ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი მისცემს თავის ერთ-ერთ შვილს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან, ეს მისი შვილების იქნება, მათი საკუთრება იქნება მემკვიდრეობით.
46:17თუ მისცემს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან თავის ყმათაგანს ვისმე, მისი იქნება აზატობის წლამდე, მერე კი მთავარს დაუბრუნდება; მისი სამკვიდრო მხოლოდ მისი შვილებისაა, მათ ეკუთვნით.
46:18ვერ აიღებს მთავარი ვერაფერს ხალხის სამკვიდროდან მათთვის საკუთრების წართმევით; მხოლოდ თავისი საკუთრებიდან შეუძლია მისცეს სამკვიდროდ თავის შვილებს, რომ არავინ მოწყდეს ჩემი ხალხიდან თავის საკუთრებას.
46:19შემიყვანა კარიბჭის გვერდითი შესასვლელით მღვდელთათვის განკუთვნილ წმიდა ოთახებში, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და აჰა, იქ ერთი ადგილი იყო დასავლეთით.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 46:17
- ლევიანი 25:10წმიდაჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი.
- გალატელთა მიმართ 4:30მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“.
- გალატელთა მიმართ 4:31ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.
- მათეს სახარება 25:14რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა.
- მათეს სახარება 25:29რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
- ლუკას სახარება 19:25მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს.
- ლუკას სახარება 19:26გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 46
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 46 · გახსენი ბიბლიის მკითხველში