
ეზექიელი 46:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა: ეს არის მზარეულთა სახლი, სადაც ხარშავენ ტაძრის მსახურნი საერო მსხვერპლს.
ეზექიელი 46:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 46:24 კონტექსტში
46:22ეზოს ოთხივე კუთხეში ოთხი მომცრო ეზო იყო ორმოცი წყრთა სიგრძისა და ოცდაათი წყრთა სიგანისა; ოთხივეს ერთი ზომა ჰქონდა კუთხეებიდან.
46:23ირგვლივ კედელი ერტყა მათ, ოთხივე კუთხეს ირგვლივ, და სამზარეულოები იყო მოწყობილი კედლების ძირას, ირგვლივ.
46:24მითხრა: ეს არის მზარეულთა სახლი, სადაც ხარშავენ ტაძრის მსახურნი საერო მსხვერპლს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 46:24
- ეზექიელი 46:20მითხრა: ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ხარშავდნენ მღვდლები დანაშაულის და ცოდვის მსხვერპლს და აცხობდნენ ძღვენს გარეთა ეზოში გატანის გარეშე, რომ სიწმიდე ერს არ გადასდონ.
- იოანე 21:15ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები.
- იოანე 21:17მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები.
- მათეს სახარება 24:45ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:2მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 46
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 46 · გახსენი ბიბლიის მკითხველში