
ეზექიელი 47:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილო ქვეყანა ისრაელის თორმეტ შტოს; იოსებს ორი წილი.
ეზექიელი 47:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 47:13 კონტექსტში
47:11ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, სამარილედ დარჩება.
47:12მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი; ყოველ თვეს ინაყოფებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი - განსაკურნებლად.
47:13ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილო ქვეყანა ისრაელის თორმეტ შტოს; იოსებს ორი წილი.
47:14თანაბრად გაუნაწილე ყველას, რადგან ხელის აწევით შევფიცე თქვენს მამა-პაპას, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას; თქვენ გერგებათ ის სამკვიდროდ.
47:15აი, ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადამდე,
პარალელური ადგილები: ეზექიელი 47:13
- ეზექიელი 48:4ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მენაშეა - ერთი შტო.
- ეზექიელი 48:6ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე რეუბენია - ერთი შტო.
- იერემია 3:18იმჟამად მივა იუდას სახლი ისრაელის სახლთან და ერთად წავლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან იმ ქვეყნისაკენ, რომელიც თქვენს მამა-პაპას დავუმკვიდრე.
- შესაქმე 48:5ახლა ორი ძე გყავს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ შეგეძინა ჩემს მოსვლამდე; ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
- რიცხვთა 34:2დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი, საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ:
- რიცხვთა 34:12ეშვება საზღვარი იორდანეზე და ებჯინება მარილოვან ზღვას. ეს იყოს თქვენთვის ქვეყნად თავისი გარეშემო საზღვრებითურთ.
- იერემია 31:1იმხანად, ამბობს უფალი, ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები და ჩემი ერი იქნებიან ისინი.
- ნეშტთა შორისა ა 5:1რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 47
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში