
რიცხვთა 34:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი, საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ:
რიცხვთა 34:2 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 34:2 კონტექსტში
34:1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
34:2დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი, საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ:
34:3სამხრეთ მხარედ გექნებათ ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად; გექნებათ სამხრეთი საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
34:4გაუხვევს თქვენი საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის ზეგანისკენ, გაივლის ცინზე, მიებჯინება სამხრეთით კადეშ-ბარნეას, გავა ხაცერ-ადართან და გაივლის ყაცმონზე.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 34:2
- შესაქმე 17:8მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.
- ფსალმუნები 105:11უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:3კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:4რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,
- მეორე სთვლისაება 1:7გაბრუნდით და მოედეთ ამორეველთა მთას და მათი მეზობლების ქვეყნებს, მთასა და ბარს, დაბლობს, სამხრეთის ზღვის სანაპიროს, ქანაანელთა ქვეყანას და ლიბანს დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე.
- მეორე სთვლისაება 1:8აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას.
- ფსალმუნები 16:5უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
- ფსალმუნები 16:6ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 34
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში