გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 47:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 47:9

ყოველი სულდგმული, რომელიც ფუთფუთებს ყველგან, სადაც ეს მდინარე ჩაივლის, გაცოცხლდება; დიდად გამრავლდება თევზი, რადგან სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერი განიკურნება და გაცოცხლდება, სადაც კი ეს წყალი ჩაივლის.

ეზექიელი 47:9 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 47:9 კონტექსტში

47:7დავბრუნდი და, აჰა, ბევრი ხე იყო მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს.

47:8მითხრა: ეს წყალი მიედინება აღმოსავლეთის მხარეს და ჩადის ველზე, შეერთვის ზღვას და, როცა აღმოჩნდება ზღვაში, განიკურნება წყლები.

47:9ყოველი სულდგმული, რომელიც ფუთფუთებს ყველგან, სადაც ეს მდინარე ჩაივლის, გაცოცხლდება; დიდად გამრავლდება თევზი, რადგან სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერი განიკურნება და გაცოცხლდება, სადაც კი ეს წყალი ჩაივლის.

47:10იდგებიან იქ მეთევზეები და ენგადიდან მოყოლებული ენყეგლაიმამდე იქნება დაგებული ბადეები; იმგვარივე თევზი ექნებათ მათ, როგორიც დიდ ზღვაშია, დიდზე დიდძალი.

47:11ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, სამარილედ დარჩება.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 47:9

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 47

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში