
იოანე 4:14, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
იოანე 4:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 მაისი, 2027, აღდგომის მე-5 კვირა (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 4:14
13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ცოცხალი წყლის შესახებ დედაკაცს მანამდეც სმენოდა, მაგრამ ვერ გაეგო. ცოცხალ წყალს ჩვეულებრივ უწოდებენ წყაროდან წარმომდინარე, შეუწყვეტლად მოჩუხჩუხე წყალს. ამიტომაც ეგონა დედაკაცს, რომ აქაც ამ წყალზე იყო საუბარი.”
მთელი განმარტება
ცოცხალი წყლის შესახებ დედაკაცს მანამდეც სმენოდა, მაგრამ ვერ გაეგო. ცოცხალ წყალს ჩვეულებრივ უწოდებენ წყაროდან წარმომდინარე, შეუწყვეტლად მოჩუხჩუხე წყალს. ამიტომაც ეგონა დედაკაცს, რომ აქაც ამ წყალზე იყო საუბარი.
უფალი უფრო ნათლად რომ წარმოედგინა მისთვის სათქმელი, ერთი წყლის მეორე წყალთან შედარებით უპირატესობა რომ ეჩვენებინა, დასძენს: “ხოლო, ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, არ მოწყურდება უკუნისამდე”. ამ სიტყვებით, ვფიქრობ, უფალი სულიერი წყლის უპირატესობას ამტკიცებს, ვინაიდან გრძნობად წყალს მსგავსი არაფერი გააჩნია.
კერძოდ, რას ამბობს უფალი? “წყალი, რომელსაც მე მივცემ მას, გახდება მასში წყლის წყარო, რომელიც საუკუნო სიცოცხლისკენ იდენს”. როგორც მას, ვისაც შინაგანი, დაფარული წყარო აქვს, არასოდეს მოსწყურდება, ასევეა ამ წყლის მქონეც.
მაინტერესებს, რას პასუხობს ამაზე ქრისტე?
ყურადღება მიაქციეთ უფლის სიბრძნეს, მოძღვრის შემწყნარებლობას! მას არ უთქვამს მისთვის: დიახ, მე აღმატებული ვარ მამათქვენ იაკობზე. არც ის უთქვამს, იუდეველებს რომ უთხრა: “აბრაამამდე მე ვიყავი” (იოან. 8:58), ან კიდევ: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ბევრ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს” (მათ. 13:17). არაფერი მსგავსი არ უთქვამს მისთვის, არამედ პატრიარქთან ბრძოლას იწყებს და თვალსაჩინო მაგალითით ებრძვის მას.
რა თქმა უნდა, უფალს რომ ეთქვა მისთვის: დიახ, მე იაკობზე აღმატებული ვარ, რამეთუ მან ჩემგან მიიღო კურთხევა. Მე კი მას მივანიჭე იგი, დედაკაცი ვერ შეძლებდა ასე სწრაფად აეხილა თვალი გამოცხადების ასეთი სიმაღლისთვის და უბრალოდ გაიქცეოდა. არაფერი მსგავსი არ უთქვამს უფალს, არამედ ხილული მოვლენებიდან წარმოუდგენს მას ნათელ და უდავო მტკიცებულებას.
კერძოდ, რას ეუბნება მას? “ყველა, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოწყურდება, ხოლო ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, არ მოწყურდება უკუნისამდე; არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ მას, გახდება მასში წყლის წყარო, რომელიც საუკუნო სიცოცხლისკენ იდენს”.
იაკობსა და ქრისტეს შორის იყვნენ სხვა პირებიც, მაგრამ უფალი პირებზე დავას ტოვებს და ხილულ და უხილავ წყალს, მადლს შორის შედარებაზე გადადის. უფალს რომ ეთქვა: დიახ, მე იაკობზე აღმატებული ვარ, იგი მაშინვე წავიდოდა, ქალაქში გაიქცეოდა, თავს აარიდებდა პასუხს და ახსნის მოსმენის გარეშე დაიწყებდა ქალაქში ლაპარაკს: შეშლილია, ან გიჟია? ან ეშმაკი შეეპყრო, ან ბოდავს; უცნაური და უმნიშვნელო ადამიანია და უცებ ამბობს. Იგი ჩვენს მამაზე აღმატებულია, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმაზე, ვინც ისრაელის თორმეტი ტომის მამა იყო, ღვთისგან კურთხევა მიიღო, თავისი ქვეყნიდან ღარიბი წავიდა. Დაბრუნდა, ღვთის განსაკუთრებული განგებით, მდიდარი.
მაგრამ უფალი თავს იმდაბლებს დედაკაცთან და, მის სისუსტეს ეგუება, ნელ-ნელა აჰყავს თავისი მოსაუბრე უმაღლეს სიმაღლეზე. მეთევზეები (როგორც ისინი იქცევიან, ყურადღებით მოისმინე) ზღვაში ანკესს აგდებენ და როდესაც შეამჩნევენ, რომ თევზმა წაიღო, მაშინვე არ ამოჰყავთ იგი, არამედ ნელ-ნელა უშვებენ მას. Მან დაბრკოლების გარეშე გადაყლაპოს სატყუარა, როგორც საჭიროა, და როდესაც იგრძნობენ, რომ ანკესი მის შინაგანში შევიდა, მაშინ სწრაფად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ამოჰყავთ თევზი.
ასევე მოიქცა ქრისტე დედაკაცთან. თავიდანვე არ გაუმჟღავნა მას ღვთაებრიობის მშვენიერება და არ მისცა მას დიდი სიკეთეების დაპირებები, არც თავი გამოუცხადა იაკობის შემოქმედად. Თანდათან ამზადებს მის სულს ჭეშმარიტების აღქმისთვის შემდეგი სიტყვებით: “ყველა, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოწყურდება, ხოლო ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, არ მოწყურდება უკუნისამდე; არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ მას, გახდება მასში წყლის წყარო, რომელიც საუკუნო სიცოცხლისკენ იდენს”.
პირთა შედარებაში შესვლის გარეშე, იგი მიუთითებს მადლით აღსავსე ნიჭების სიუხვრეზე და ამგვარად საქმით აჩვენებს თავის უპირატესობას მათ წინაშე, ანუ იაკობისა და მისი ძეების წინაშე.
ეფრემ ასური4 საუკუნე ილარიუსი პუატიელი4 საუკუნე აპოლინარი ლაოდიკიელი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე მაქსიმე ტურინელი5 საუკუნე სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი10 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე გრიგოლ პალამა14 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე
1 / 13
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 4:14 კონტექსტში
4:12ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?
4:13მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
4:14მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.
4:15უთხრა მას ქალმა: ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.
პარალელური ადგილები: იოანე 4:14
- იოანე 7:38ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.
- იოანე 7:39ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.
- იოანე 6:35და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს.
- ესაია 49:10არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.
- გამოცხადება 7:16ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
- ეფესელთა მიმართ 1:13მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
- ეფესელთა მიმართ 1:14რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.
- იოანე 11:26ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?
განაგრძე კითხვა: იოანე 4
სრულად წაიკითხე: იოანე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



