გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 48:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 48:12

მათთვის იქნება ნაწილი შეწირული მიწის ნაკვეთიდან, როგორც წმიდათა წმიდა, ლევიანთა მოსაზღვრედ.

ეზექიელი 48:12 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 48:12 კონტექსტში

48:10ამათთვის იქნება წმიდა ნაკვეთი, მღვდლებისთვის: ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი და დასავლეთით სიგანე ათი ათასი, აღმოსავლეთით სიგანე ათი ათასი, სამხრეთით სიგრძე ოცდახუთი ათასი; იქნება უფლის საწმიდარი მის შუაგულში.

48:11ეს ნაკურთხი მღვდლებისთვისაა, ცადოკის შთამომავალთათვის, რომლებიც ასრულებდნენ ჩემს სამსახურს და არ განმდგარან ისრაელიანთა განდგომის დროს, როგორც ლევიანები განდგნენ.

48:12მათთვის იქნება ნაწილი შეწირული მიწის ნაკვეთიდან, როგორც წმიდათა წმიდა, ლევიანთა მოსაზღვრედ.

48:13ლევიანებს ექნებათ მღვდელთა საზღვრის გასწვრივ სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი; მთელი სიგრძე ოცდახუთი აოასი და სიგანე ათი ათასი.

48:14ვერ გაყიდიან მისგან ვერაფერს, ვერც გაცვლიან და ვერც გაასხვისებენ მიწის ნათავარს, რადგან უფლის წმიდაა.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 48:12

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 48

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში