
ეზექიელი 48:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვერ გაყიდიან მისგან ვერაფერს, ვერც გაცვლიან და ვერც გაასხვისებენ მიწის ნათავარს, რადგან უფლის წმიდაა.
ეზექიელი 48:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 48:14 კონტექსტში
48:12მათთვის იქნება ნაწილი შეწირული მიწის ნაკვეთიდან, როგორც წმიდათა წმიდა, ლევიანთა მოსაზღვრედ.
48:13ლევიანებს ექნებათ მღვდელთა საზღვრის გასწვრივ სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი; მთელი სიგრძე ოცდახუთი აოასი და სიგანე ათი ათასი.
48:14ვერ გაყიდიან მისგან ვერაფერს, ვერც გაცვლიან და ვერც გაასხვისებენ მიწის ნათავარს, რადგან უფლის წმიდაა.
48:15დანარჩენი ხუთი ათასი სიგანით და ოცდახუთი ათასი სიგრძით საერო მონაკვეთია ქალაქისთვის დასასახლებლად და სანახებად; ქალაქი მის შუაგულში იქნება.
48:16აი, მისი ზომები: ჩრდილოეთით - ოთხიათას ხუთასი, სამხრეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, აღმოსავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, დასავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 48:14
- ლევიანი 27:28ოღონდ ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა, თავისი საბადებლიდან - ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრილი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა.
- ლევიანი 27:9თუ ისეთი პირუტყვია, მსხვერპლად რომ შეიწივის უფლისათვის, უფლისადმი მიცემული ყველაფერი წმიდა უნდა იყოს.
- ლევიანი 27:10არ უნდა შეცვალოს, არ იქნება მისი შენაცვლება - კარგისა ცუდით ან ცუდისა კარგით; თუ ვინმე შეცვლის პირუტყვს პირუტყვით, ესეც და მისი სანაცვლოც წმიდა უნდა იყოს.
- ლევიანი 25:34მათი ქალაქების გარშემო ყანების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო სამკვიდრებელია.
- მალაქია 3:8განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში.
- მალაქია 3:10მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად.
- ლევიანი 27:32ყოველი მეათედი ხარ-ძროხისა და ცხვრისა, ყოველი მეათე კომბლის ქვეშ გამავალთა შორის, უფლის წმიდაა.
- ლევიანი 27:33არ უნდა შემოწმდეს მისი ავ-კარგი და არ უნდა იქნას შენაცვლებული; თუ შეინაცვლება, შენაცვლებულთან ერთად ისიც წმიდა იქნება, ვერ გამოისყიდება.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 48
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში