
ეზექიელი 48:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთელი შეწირული ნაკვეთი შეადგენს ოცდახუთი ათასს ოცდახუთი ათასზე, ოთხკუთხედს; შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
ეზექიელი 48:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 48:20 კონტექსტში
48:18სიგრძეში მორჩენილი წმიდა ნაკვეთის გასწვრივ - ათი ათასი აღმოსავლეთით, ათი ათასი დასავლეთით; ეს იქნება წმიდა ნაკვეთის გასწვრივ; მისი მოსავალი ქალაქში მომუშავეთა გამოსაკვებად იქნება.
48:19ქალაქში კი ისრაელის ყოველი შტოდან იქნებიან მომუშავენი.
48:20მთელი შეწირული ნაკვეთი შეადგენს ოცდახუთი ათასს ოცდახუთი ათასზე, ოთხკუთხედს; შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
48:21დანარჩენი ეკუთვნის მთავარს წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან, წილთა შესაბამისად, მთავრისაა. წმიდა ნაკვეთი და ტაძრის საწმიდარი მის შუაგულში იქნება.
48:22ლევიანთა საკუთრების და ქალაქის საკუთრების გამოკლებით, რაც კი მთავრის საკუთრების შუაშია მოქცეული, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, ყველაფერი მთავრის უნდა იყოს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 48:20
- გამოცხადება 21:16ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ.
- ებრაელთა მიმართ 12:17რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 48
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში