
ეზექიელი 48:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლევიანთა საკუთრების და ქალაქის საკუთრების გამოკლებით, რაც კი მთავრის საკუთრების შუაშია მოქცეული, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, ყველაფერი მთავრის უნდა იყოს.
ეზექიელი 48:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 48:22 კონტექსტში
48:20მთელი შეწირული ნაკვეთი შეადგენს ოცდახუთი ათასს ოცდახუთი ათასზე, ოთხკუთხედს; შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
48:21დანარჩენი ეკუთვნის მთავარს წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან, წილთა შესაბამისად, მთავრისაა. წმიდა ნაკვეთი და ტაძრის საწმიდარი მის შუაგულში იქნება.
48:22ლევიანთა საკუთრების და ქალაქის საკუთრების გამოკლებით, რაც კი მთავრის საკუთრების შუაშია მოქცეული, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, ყველაფერი მთავრის უნდა იყოს.
48:23დანარჩენ შტოებს: აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ბენიამინს - ერთი შტო.
48:24ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე სიმონს - ერთი შტო.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 48
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში