
ეზექიელი 48:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დანარჩენ შტოებს: აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ბენიამინს - ერთი შტო.
ეზექიელი 48:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 48:23 კონტექსტში
48:21დანარჩენი ეკუთვნის მთავარს წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან, წილთა შესაბამისად, მთავრისაა. წმიდა ნაკვეთი და ტაძრის საწმიდარი მის შუაგულში იქნება.
48:22ლევიანთა საკუთრების და ქალაქის საკუთრების გამოკლებით, რაც კი მთავრის საკუთრების შუაშია მოქცეული, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, ყველაფერი მთავრის უნდა იყოს.
48:23დანარჩენ შტოებს: აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ბენიამინს - ერთი შტო.
48:24ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე სიმონს - ერთი შტო.
48:25სიმონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ისაქარს - ერთი შტო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 48:23
- იესო ნავეს ძე 18:21ბენიამინის შთამომავალთა ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხონი, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კელიცი;
- იესო ნავეს ძე 18:28ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს არის ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
- ეზექიელი 48:1ესენია შტოთა სახელები ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზის გასწვრივ, ხამათის და ხაცარ-ყენონის მიმართულებით, დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთით ხამათის გასწვრივ - მხარე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეკუთვნის დანს - ერთი შტო.
- ეზექიელი 48:7რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იუდაა, - ერთი შტო.
- შესაქმე 35:16დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა.
- შესაქმე 35:19მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 48
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში