
ეზექიელი 48:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აშერის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ნაფთალია - ერთი შტო.
ეზექიელი 48:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 48:3 კონტექსტში
48:1ესენია შტოთა სახელები ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზის გასწვრივ, ხამათის და ხაცარ-ყენონის მიმართულებით, დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთით ხამათის გასწვრივ - მხარე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეკუთვნის დანს - ერთი შტო.
48:2დანის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთამდე აშერია - ერთი შტო.
48:3აშერის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ნაფთალია - ერთი შტო.
48:4ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მენაშეა - ერთი შტო.
48:5მენაშეს საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეფრემია - ერთი შტო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 48:3
- იესო ნავეს ძე 19:32ნაფთალიანებს შეხვდათ მეექვსე წილი, ნაფთალიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 19:39ეს არის ნაფთალიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
- შესაქმე 30:7კიდევ დაორსულდა ბალა, რახელის მხევალი, და უშვა იაკობს მეორე ვაჟი.
- შესაქმე 30:8თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 48
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში