
შესაქმე 30:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
შესაქმე 30:8 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 30:8 კონტექსტში
30:6მაშინ თქვა რახელმა: განმსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა ჩემი, და მომცა ვაჟი. ამიტომ უწოდა მას სახელად დანი.
30:7კიდევ დაორსულდა ბალა, რახელის მხევალი, და უშვა იაკობს მეორე ვაჟი.
30:8თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
30:9დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. აიღო და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად.
პარალელური ადგილები: შესაქმე 30:8
- მათეს სახარება 4:13მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს,
- შესაქმე 49:21ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.
- მეორე სთვლისაება 33:23ნაფთალიზე თქვა: ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით; მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი.
- შესაქმე 23:6მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენ შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენ შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.
- მეფეთა ა 14:15შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. იძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი.
- გამოსვლა 9:28შეევედრეთ უფალს, შეწყდეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ; მეტს აღარ დაყოვნდებით.
- შესაქმე 32:24მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.
- შესაქმე 32:25როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 30
სრულად წაიკითხე: შესაქმე 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში