
ეზექიელი 48:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქალაქის კარიბჭეები ისრაელის შტოთა სახელზე იქნება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით: ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევისა.
ეზექიელი 48:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 48:31 კონტექსტში
48:29ეს არის ქვეყანა, რომელიც წილისყრით უნდა დაუნაწილოთ სამკვიდროებად ისრაელის შტოებს და ესენია მათი ნაკვეთები, ამბობს უფალი ღმერთი.
48:30ეს იქნება ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა;
48:31ქალაქის კარიბჭეები ისრაელის შტოთა სახელზე იქნება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით: ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევისა.
48:32აღმოსავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი იოსების კარიბჭე, ერთი ბენიამინის კარიბჭე, ერთი დანის კარიბჭე.
48:33სამხრეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა; სამი კარიბჭე: ერთი სიმონის კარიბჭე, ერთი ისაქარის კარიბჭე, ერთი ზებულონის კარიბჭე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 48:31
- გამოცხადება 21:12ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი.
- გამოცხადება 21:13აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი.
- ესაია 26:1იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდას ქვეყანაში: მაგარი ქალაქი გვაქვს; ხსნას დაგვიდებს ზღუდედ და გალავნად.
- ესაია 26:2გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!
- ესაია 60:11მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.
- გამოცხადება 21:21თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თითოეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი.
- გამოცხადება 21:25მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ.
- ესაია 54:12ლალის ქონგურებს და ელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთეა, მთელი გალავანი პატიოსანი ქვებისგან გექნება.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 48
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში