
გამოცხადება 21:12, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი.
გამოცხადება 21:12 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 21:12
8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “ქრისტე არის წმიდა ქალაქის მკვიდრთა დიდი, მაღალი და მფარველი საეკლესიო ზღუდე. ხოლო თორმეტი ბჭე, წმიდა მოციქულები, რომელთა მეშვეობითაც მამასთან მივდივართ და მასთან შესასვლელი გვეძლევა. ამაში კი თორმეტი ანგელოზი გვეხმარება, სხვა ანგელოზებზე მთავარნი, რომელნიც საკუთარი ცოდნითა და სიწმიდით უფრო ახლოს არიან ღმერთთან.”
მთელი განმარტება
ქრისტე არის წმიდა ქალაქის მკვიდრთა დიდი, მაღალი და მფარველი საეკლესიო ზღუდე. ხოლო თორმეტი ბჭე, წმიდა მოციქულები, რომელთა მეშვეობითაც მამასთან მივდივართ და მასთან შესასვლელი გვეძლევა. ამაში კი თორმეტი ანგელოზი გვეხმარება, სხვა ანგელოზებზე მთავარნი, რომელნიც საკუთარი ცოდნითა და სიწმიდით უფრო ახლოს არიან ღმერთთან.
თუკი ყოველ მორწმუნეს მფარველი ანგელოზი ჰყავს, რამდენად უფრო დიდი უნდა იყოს ჩვენი რწმენა, რომ ეკლესიის დამფუძნებლებსა და სახარებისეული მოძღვრების მთესველებს ანგელოზთა შორის პირველნი თან ახლდნენ სახარებისეულ ქადაგებაში.
მოციქულთა შესასვლელებზე ისრაელის ტომთა სახელებია დაწერილი, სულიერი ისრაელისა, მსგავსად იმისა, როგორც ძველი მღვდელმთავრის სამკერდეზე იყო გრძნობადი ისრაელის სახელები ამოტვიფრული. რას ნიშნავს ეს სახელები? მოციქულთა ზრუნვას მორწმუნეებზე. განა მოციქული თავად არ ამბობს, რომ ყველა ეკლესიაზე ზრუნავს და მისი გული გაფართოებულია და იტევს ყველას, ვინც მან სახარებით შვა (2 კორ. 6:1-12; 1 კორ. 4:15).
აპრინიგიუსი6 საუკუნე კეზარი არლელი6 საუკუნე ეკუმენიოსი6 საუკუნე პრიმაზიუსი ადრუმეტელი6 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
1 / 8
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოცხადება 21:12 კონტექსტში
21:10ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით,
21:11და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
21:12ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი.
21:13აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი.
21:14ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 21:12
- ეზექიელი 48:31ქალაქის კარიბჭეები ისრაელის შტოთა სახელზე იქნება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით: ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევისა.
- ეზექიელი 48:34დასავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი გადის კარიბჭე, ერთი აშერის კარიბჭე, ერთი ნაფთალის კარიბჭე.
- გამოცხადება 7:4და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან:
- გამოცხადება 7:8ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი.
- გამოცხადება 21:17გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა.
- გამოცხადება 21:21თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თითოეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი.
- ესაია 54:12ლალის ქონგურებს და ელვარე ქვის კარიბჭეებს გაგიკეთეა, მთელი გალავანი პატიოსანი ქვებისგან გექნება.
- გამოცხადება 21:25მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 21
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში
