გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 5:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 5:3

აიღე აქედან მცირეოდენი და კალთაში გამოიკარი.

ეზექიელი 5:3 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 5:3 კონტექსტში

5:1ადამის ძევ! აიღე გალესილი მახვილი და დალაქთა სამართებელივით მოიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა.

5:2მესამედი ცეცხლში დაწვი ქალაქის შუაგულში, როცა ალყის დღეები შესრულდება. აიღე მესამედი და დააქუცმაცე მახვილით ქალაქის ირგვლივ. მესამედი ქარში გაფანტე და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.

5:3აიღე აქედან მცირეოდენი და კალთაში გამოიკარი.

5:4კიდევ აიღე მათგან, ჩაყარე ცეცხლში და დაწვი ცეცხლში. მისგან მოედება ცეცხლი ისრაელის მთელ სახლს.

5:5ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის იერუსალიმი; ხალხების შუაგულში დავსვი იგი და ქვეყნებია მის გარშემო.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 5:3

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 5

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში