
ეზექიელი 5:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თქვენს გარეშემო ხალხებზე უფრო ბობოქრობთ, არ მიჰყვებით ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს არ ასრულებთ, არ ასრულებთ თქვენს გარეშემო ხალხების წესებსაც კი,
ეზექიელი 5:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 5:7 კონტექსტში
5:5ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის იერუსალიმი; ხალხების შუაგულში დავსვი იგი და ქვეყნებია მის გარშემო.
5:6ეურჩა ჩემს წესებს წარმართებზე უფრო ბოროტად და ჩემს მცნებებს გარეშემო ქვეყნებზე უარესად, რადგან შეიძულეს ჩემი წესები და არ გაჰყვნენ ჩემს მცნებებს.
5:7ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თქვენს გარეშემო ხალხებზე უფრო ბობოქრობთ, არ მიჰყვებით ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს არ ასრულებთ, არ ასრულებთ თქვენს გარეშემო ხალხების წესებსაც კი,
5:8ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად წამოვალ შენზე და აღვასრულებ შენს წიაღში სამართალს ხალხების თვალწინ.
5:9ისეთ რამეს გაგიკეთებ შენს სისაძაგლეთა გამო, რაც არასოდეს გამიკეთებია და რის მსგავსსაც არასოდეს გავაკეთებ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 5:7
- იერემია 2:10რადგან, აბა, წადით ქითიელთა კუნძულებზე და ნახეთ, გააგზავნეთ კედარში და კარგად გამოიკვლიეთ, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამე.
- იერემია 2:11თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!
- ნეშტთა შორისა ბ 33:9მაგრამ აცდუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე.
- ეზექიელი 16:47მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა, და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეში.
- ეზექიელი 16:48ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ!
- ეზექიელი 16:54რათა იტვირთო შენი სირცხვილი ყველაფრის გამო, რაც ჩაგიდენია, როცა მათი ნუგეში იყავი.
- ეზექიელი 5:11ამიტომ, ცოცხალი ვარ! აცხადებს უფალი: იმის გამო, რომ გააუწმიდურეთ ჩემი საწმიდარი ყოველი თქვენი სისაძაგლით და ყოველი თქვენი სიბილწით, მეც გაგწყვეტ შენ. არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და მეც არ დაგინდობ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 5
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში