
ეზექიელი 5:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისეთ რამეს გაგიკეთებ შენს სისაძაგლეთა გამო, რაც არასოდეს გამიკეთებია და რის მსგავსსაც არასოდეს გავაკეთებ.
ეზექიელი 5:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 5:9 კონტექსტში
5:7ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თქვენს გარეშემო ხალხებზე უფრო ბობოქრობთ, არ მიჰყვებით ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს არ ასრულებთ, არ ასრულებთ თქვენს გარეშემო ხალხების წესებსაც კი,
5:8ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად წამოვალ შენზე და აღვასრულებ შენს წიაღში სამართალს ხალხების თვალწინ.
5:9ისეთ რამეს გაგიკეთებ შენს სისაძაგლეთა გამო, რაც არასოდეს გამიკეთებია და რის მსგავსსაც არასოდეს გავაკეთებ.
5:10ამიტომ მამები შვილებს დაუწყებენ ჭამას თქვენ შორის და შვილები მამებს შეჭამენ. აღვასრულებ სამართალს თქვენზე და ყველა ქარის მიმართ გავფანტავ თქვენს ნატამალს.
5:11ამიტომ, ცოცხალი ვარ! აცხადებს უფალი: იმის გამო, რომ გააუწმიდურეთ ჩემი საწმიდარი ყოველი თქვენი სისაძაგლით და ყოველი თქვენი სიბილწით, მეც გაგწყვეტ შენ. არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და მეც არ დაგინდობ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 5:9
- დანიელი 9:12შეასრულა მან თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და თავს დიდი უბედურება დაგვატეხა; ცისქვეშეთში იმის მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც იერუსალიმში მოხდა.
- მათეს სახარება 24:21რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება.
- ამოსი 3:2მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს.
- გლოვა იერემიასი 4:9ხმლით გაწყვეტილნი უფრო ბედნიერნი არიან, ვიდრე შიმშილით გაწყვეტილნი, რომლებიც დაილივნენ მინდვრის საკვებს მოკლებულნი.
- გლოვა იერემიასი 4:6ჩემი ერის ასულის ბრალი აღემატა სოდომის ცოდვას, წამში რომ დაიქცა და ვერა ხელმა ვერ დაიხსნა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 5
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში