
ეზექიელი 6:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შორსმყოფი ჭირისგან მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; დარჩენილი და ალყაშემორტყმული შიმშილით მოკვდება. ასე ამოვწურავ მათზე ჩემს რისხვას.
ეზექიელი 6:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 6:12 კონტექსტში
6:10მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, რომ ამაოდ არ მითქვამს მათთვის, რომ დავატეხდი ამ უბედურებას.
6:11ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელი ხელს შემოჰკარი და ფეხი ურტყი მიწას, თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის უკეთურ სიბილწეთა გამო მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაეცემიან!
6:12შორსმყოფი ჭირისგან მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; დარჩენილი და ალყაშემორტყმული შიმშილით მოკვდება. ასე ამოვწურავ მათზე ჩემს რისხვას.
6:13და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა მათი მკვდრები ეყრებიან მათ კერპებს შორის, მათ სამსხვერპლოთა შორის, ყოველ მაღალ ბორცვზე, მთათა ყოველ მწვერვალზე, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ყოველი რტომრავალი მუხის ქვეშ, ადგილებში, სადაც უკმევდნენ თავიანთ კერპებს.
6:14ხელს მოვუღერებ მათ ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ, და დიბლას უდაბნოზე მეტად გავაუკაცრუებ და გავატიალებ ქვეყანას. მაშინ მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 6:12
- ეზექიელი 5:13ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი.
- დანიელი 9:7უფალო, შენია სიმართლე, ხოლო ჩვენ დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე - ყველა იუდაელს, იერუსალიმის მკვიდრს, მთელ ისრაელს, ახლობელსა და შორებელს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ ღალატის გამო, რომლითაც შენ გიღალატეს.
- გლოვა იერემიასი 4:22გათავდა შენი სასჯელი, სიონის ასულო; მეტს აღარ დაგტოვებს დევნილებაში. შენ კი მოგკითხავს დანაშაულს, ედომის ასულო, და გაამჟღავნებს შენს ცოდვებს.
- გლოვა იერემიასი 4:11გადმოსცალა უფალმა თავისი რისხვა, გადმოაფრქვია თავისი წყრომის ალი, ცეცხლი წაუკიდა სიონს და შეაჭმევინა მისი საძირკველნი.
- ესაია 40:2მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 6
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში