გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 7:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 7:12

დადგა ჟამი, მოაწია დღემ; მყიდველს ნუ გაუხარდება, გამყიდველი ნუ იწუხებს, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია.

ეზექიელი 7:12 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 7:12 კონტექსტში

7:10აჰა, დღე! აჰა; დადგა! მოაწია ჯერმა! კვერთხი აყვავდა, ამპარტავნობა გაიფურჩქნა!

7:11ძალადობა აღიმართა ბოროტეულის კვერთხად; აღარ იქნებიან ისინი; არც მათი სიმრავლე, არც მათი დოვლათი, არც მათზე წუხილი.

7:12დადგა ჟამი, მოაწია დღემ; მყიდველს ნუ გაუხარდება, გამყიდველი ნუ იწუხებს, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია.

7:13რადგან გამყიდველი ვეღარ მიუბრუნდება გაყიდულს, ცოცხლებიც რომ დარჩნენ; რადგან ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება და ვერაკაცი თავისი უკეთურების გამო სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს.

7:14დააყვირებენ საყვირს და ყველაფერი მზად იქნება, მაგრამ საომრად არავინ წავა, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია ჩემგან.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 7:12

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 7

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში