
ეზექიელი 7:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან გამყიდველი ვეღარ მიუბრუნდება გაყიდულს, ცოცხლებიც რომ დარჩნენ; რადგან ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება და ვერაკაცი თავისი უკეთურების გამო სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს.
ეზექიელი 7:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 7:13 კონტექსტში
7:11ძალადობა აღიმართა ბოროტეულის კვერთხად; აღარ იქნებიან ისინი; არც მათი სიმრავლე, არც მათი დოვლათი, არც მათზე წუხილი.
7:12დადგა ჟამი, მოაწია დღემ; მყიდველს ნუ გაუხარდება, გამყიდველი ნუ იწუხებს, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია.
7:13რადგან გამყიდველი ვეღარ მიუბრუნდება გაყიდულს, ცოცხლებიც რომ დარჩნენ; რადგან ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება და ვერაკაცი თავისი უკეთურების გამო სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს.
7:14დააყვირებენ საყვირს და ყველაფერი მზად იქნება, მაგრამ საომრად არავინ წავა, რადგან მთელი სიმრავლე მათი შერისხულია ჩემგან.
7:15გარეთ მახვილია, შინ - ჭირი და შიმშილი! ველზე მყოფი მახვილით მოკვდება; ქალაქში მყოფს შიმშილი და ჭირი შეჭამს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 7:13
- ლევიანი 25:24მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.
- ლევიანი 25:28თუ გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ვერ იშოვნის, გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება.
- ფსალმუნები 52:7აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.
- იობი 15:25რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
- ლევიანი 25:31ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა.
- ეკლესიასტე 8:8არავის ძალუძს ქარის შეჩერება, ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას, ვერვის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან, ვერ იხსნის სიბოროტე მის პატრონს.
- ეზექიელი 33:26თქვენს მახვილზე დგახართ, სისაძაგლეს სჩადხართ, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და კიდევ ქვეყნის დამკვიდრება გსურთ?
- ეზექიელი 33:27ასე უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალიმც ვარ, თუ ნაოხარებში მყოფნი მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მიეცნენ შესაჭმელად, ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირით არ დაიხოცნონ!
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 7
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში