
ეზექიელი 8:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? კიდევ იხილავ ამაზე უარეს სისაძაგლეებს.
ეზექიელი 8:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 8:15 კონტექსტში
8:13მითხრა: კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ესენი სჩადიან.
8:14მიმიყვანა უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის, და, აჰა, სხედან იქ დედაკაცები და გლოვობენ თამუზს.
8:15მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? კიდევ იხილავ ამაზე უარეს სისაძაგლეებს.
8:16მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით.
8:17მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? ნუთუ არ ეყო იუდას სახლს იმ სისაძაგლეთა ჩადენა, აქ რომ სჩადის, რომ აუვსია ქვეყანა ძალადობით და უფროდაუფრო მანრისხებს? აჰა, ცხვირთანა აქვთ მიტანილი რტოები.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 8:15
- ეზექიელი 8:9მითხრა: შედი და იხილე ბოროტი სისაძაგლეები, რასაც აქ სჩადიან.
- ეზექიელი 8:6მითხრა: ადამის ძევ! თუ ხედავ, რასაც ისინი სჩადიან? თუ ხედავ ამ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ისრაელის სახლი სჩადის, რათა მე განვეშორო ჩემს საწმიდარს? კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:13უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.
- ეზექიელი 8:12მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ, რას სჩადიან ისრაელის სახლის უხუცესები ბნელში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ, უფალი ვერ გვხედავს ჩვენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეყანა.
- ეზექიელი 8:13მითხრა: კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ესენი სჩადიან.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 8
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში