
ეზექიელი 8:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ, რას სჩადიან ისრაელის სახლის უხუცესები ბნელში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ, უფალი ვერ გვხედავს ჩვენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეყანა.
ეზექიელი 8:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 8:12 კონტექსტში
8:10შევედი და, ვიხილე, აჰა, ყოველნაირ ქვეწარმავალთა და უწმიდურ ცხოველთა გამოსახულებანი და ისრაელის სახლის ყოველნაირი კერპი, გამოსახული ირგვლივ, მთელ კედელზე.
8:11სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან დგას მათ წინ და იაზანია შაფანის ძეც დგას მათ შორის; თითოეულს სასაკმევლე უჭირავს ხელში და საკმევლის ზრქელი ღრუბელი ადის მაღლა.
8:12მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ, რას სჩადიან ისრაელის სახლის უხუცესები ბნელში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ, უფალი ვერ გვხედავს ჩვენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეყანა.
8:13მითხრა: კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ესენი სჩადიან.
8:14მიმიყვანა უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის, და, აჰა, სხედან იქ დედაკაცები და გლოვობენ თამუზს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 8:12
- ესაია 29:15ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი?
- ეზექიელი 9:9მითხრა: დიდზე დიდია ისრაელის და იუდას სახლის ეკეთურება; სისხლით აივსო ქვეყანა და ქალაქი უწმიდურებით არის სავსე, რადგან ამბობენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეეანა და ვერაფერს ხედავსო უფალი.
- ეზექიელი 8:15მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? კიდევ იხილავ ამაზე უარეს სისაძაგლეებს.
- ეფესელთა მიმართ 5:12ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.
- იოანე 3:19სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი.
- იოანე 3:20რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.
- ფსალმუნები 10:11აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
- იობი 22:12განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 8
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში