გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 8:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 8:7

მიმიყვანა ეზოს შესასვლელთან და დავინახე, აჰა, ერთი ხვრელია კედელში.

ეზექიელი 8:7 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 8:7 კონტექსტში

8:5მითხრა: ადამის ძევ! მიმართე მზერა ჩრდილოეთის გზას. მივმართე მზერა ჩრდილოეთის გზას და, აჰა, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ეს შურის ხატი იყო, შესასვლელთან.

8:6მითხრა: ადამის ძევ! თუ ხედავ, რასაც ისინი სჩადიან? თუ ხედავ ამ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ისრაელის სახლი სჩადის, რათა მე განვეშორო ჩემს საწმიდარს? კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს.

8:7მიმიყვანა ეზოს შესასვლელთან და დავინახე, აჰა, ერთი ხვრელია კედელში.

8:8მითხრა: ადამის ძევ! გათხარე კედელი! მეც გავთხარე კედელი და, აჰა, გასასვლელია ერთი.

8:9მითხრა: შედი და იხილე ბოროტი სისაძაგლეები, რასაც აქ სჩადიან.

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 8

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში