
ეზექიელი 8:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მითხრა: ადამის ძევ! მიმართე მზერა ჩრდილოეთის გზას. მივმართე მზერა ჩრდილოეთის გზას და, აჰა, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ეს შურის ხატი იყო, შესასვლელთან.
ეზექიელი 8:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 8:5 კონტექსტში
8:3გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში, იერუსალიმს, შიდა კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიმართული, სადაც დგას შურის ხატი, შურის აღმძვრელი.
8:4აჰა, იყო იქ ისრაელის ღმერთის დიდება, მსგავსი იმისა, რაც ხეობაში ვიხილე.
8:5მითხრა: ადამის ძევ! მიმართე მზერა ჩრდილოეთის გზას. მივმართე მზერა ჩრდილოეთის გზას და, აჰა, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ეს შურის ხატი იყო, შესასვლელთან.
8:6მითხრა: ადამის ძევ! თუ ხედავ, რასაც ისინი სჩადიან? თუ ხედავ ამ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ისრაელის სახლი სჩადის, რათა მე განვეშორო ჩემს საწმიდარს? კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს.
8:7მიმიყვანა ეზოს შესასვლელთან და დავინახე, აჰა, ერთი ხვრელია კედელში.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 8:5
- ეზექიელი 8:3გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში, იერუსალიმს, შიდა კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიმართული, სადაც დგას შურის ხატი, შურის აღმძვრელი.
- იერემია 3:2აბა, აჰხედე გორაკებს და მონახე ადგილი, სადაც არ გაუპატიურებულხარ. გზის პირას ეჯექი, მათ, როგორც არაბი უდაბნოში, და ბილწავდი მიწას შენი ბოზობით და სიბოროტით.
- ფსალმუნები 48:2ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
- იერემია 32:34დგამდნენ თავიანთ სისაძაგლეებს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდებოდა, რათა შეებღალათ იგი.
- ზაქარია 5:5გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს.
- ზაქარია 5:11მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.
- ფსალმუნები 78:58განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 8
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში