
ეზრა 1:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოიტანა ისინი მეფე კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატ მეგანძურის ხელით; მან კი თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდაელ მთავარს.
ეზრა 1:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 1:8 კონტექსტში
1:6ყველამ, ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის ჭურჭლით და ოქროულობით, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით, ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით გაიღეს.
1:7მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის ტაძრის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს ჰქონდა წამოღებული და მისი ღმერთის ტაძარში ეწყო.
1:8გამოიტანა ისინი მეფე კიროსმა, სპარსეთის მეფემ, მითრიდატ მეგანძურის ხელით; მან კი თვლით ჩააბარა შეშბაცარს, იუდაელ მთავარს.
1:9აი, მათი რაოდენობა: ოქროს ლანგარი - ოცდაათი, ვერცხლის ლანგარი - ათასი, დანა - ოცდაცხრა,
1:10ოქროს ბარძიმი - ოცდაათი, ვერცხლის ორმაგი ბარძიმი - ოთხას ათი, სხვა ჭურჭელი - ათასი.
პარალელური ადგილები: ეზრა 1:8
- ეზრა 5:14ხოლო ღვთის სახლის ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაზიდა იერუსალიმის ტაძრიდან და მიიტანა ბაბილონის ტაძარში, უკანვე წამოიღო კიროს მეფემ ბაბილონის ტაძრიდან და ჩააბარეს კაცს, სახელად შეშბაცარს, მხარის განმგებლად რომ ჰყავდა დანიშნული;
- ეზრა 5:16მაშინ მოვიდა ის შეშბაცარი, და დაუდო საფუძველი ღვთის სახლს იერუსალიმში. მას შემდეგ შენდება იგი და ჯერ არ გასრულებულა.
- ანგეა 2:2უთხარი ზერუბაბელ შალათიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს და მთელ დანარჩენ ხალხს.
- ანგეა 2:4ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ეზრა 1:11ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი სულ ხუთიათას ოთხასი ცალი. ეს ყველაფერი წამოიღო შეშბაცარმა, როცა გადასახლებულნი ბაბილონიდან იერუსალიმში დააბრუნეს.
- ანგეა 1:1დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით იუდას განმგებლის ზერუბაბელ შალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო - იეჰოცადაკის ძის მიმართ.
- ზაქარია 4:6მომიგო და მითხრა: ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- ზაქარია 4:10რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში; უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელ ქვეყანას რომ ჭვრეტენ.
განაგრძე კითხვა: ეზრა 1
სრულად წაიკითხე: ეზრა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში