
ანგეა 2:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
ანგეა 2:4 · საქართველოს საპატრიარქო
ანგეა 2:4 კონტექსტში
2:2უთხარი ზერუბაბელ შალათიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს და მთელ დანარჩენ ხალხს.
2:3ვინ არის დარჩენილი თქვენ შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში!
2:4ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
2:5სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით, და ჩემი სული იმყოფებს თქვენ შორის. ნუ გეშინიათ.
2:6რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს.
პარალელური ადგილები: ანგეა 2:4
- ნეშტთა შორისა ა 28:20უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: მტკიცედ დეგ და გამხნევდი, ნუ შიშობ და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს.
- ზაქარია 8:9ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს.
- იესო ნავეს ძე 1:9ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.
- მეფეთა ბ 5:10სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და უფალი, ცაბაოთ ღმერთი მასთან იყო.
- მეორე სთვლისაება 31:23უბრძანა იესო ნავეს ძეს და უთხრა: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელიანებს ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი მათ. მე ვიქნები შენთან.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:1მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
- ნეშტთა შორისა ა 22:13მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისთვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:17მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
განაგრძე კითხვა: ანგეა 2
სრულად წაიკითხე: ანგეა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში