
ეზრა 2:68 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მამისსახლთა თავკაცებმა უფლის ტაძართან მისვლისას იერუსალიმში ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი ღვთის ტაძრისათვის, რომ აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე.
ეზრა 2:68 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 2:68 კონტექსტში
2:66მათი ცხენები - შვიდას ოცდათექვსმეტი, მათი ჯორები - ორას ორმოცდახუთი,
2:67მათი აქლემები - ოთხას ოცდათხუთმეტი, ვირები - ექვსი ათას შვიდასოცი,
2:68მამისსახლთა თავკაცებმა უფლის ტაძართან მისვლისას იერუსალიმში ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი ღვთის ტაძრისათვის, რომ აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე.
2:69თავიანთი შეძლებისამებრ შეიტანეს სამუშაოთა ხარჯისათვის საგანძურში: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი.
2:70დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა.
პარალელური ადგილები: ეზრა 2:68
- კორინთელთა მიმართ ბ 9:7ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
- გამოსვლა 36:3ჩაიბარეს მოსესგან მთელი შემოწირულება, რაც კი მოტანილი ჰქონდათ ისრაელიანებს საწმიდარისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გასაკეთებლად; და კვლავაც გულუხვად მიჰქონდათ მასთან ყოველ დილას.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:3რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.
- გამოსვლა 35:29კაცსა თუ ქალს, ვისაც კი თავისი გულუხვიბით სურდა მოეტანა ძღვენი ყოველი საქმისთვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მიჰქონდათ უფლისთვის.
- ნეშტთა შორისა ბ 3:1შეუდგა სოლომონი უფლის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც ნაჩვენები ჰქონდა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნა იებუსელის კალოზე.
- რიცხვთა 7:3შესაწირავი უფლის წინაშე - ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი ხარი; თითო ურემი ორ თავკაცზე და თითო ხარი თითოზე; დააყენეს ესენი სავანის წინ.
- რიცხვთა 7:89როცა შედიოდა მოსე სადღესასწაულო კარავში მასთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას მოწმობის კიდობნის სახურავს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუიდან. ასე ელაპარაკებოდა მას უფალი.
- ნეემია 7:70ზოგიერთმა მამისსახლის თავკაცმა სამუშაოსთვის მესაწირავი გაიღო; თირშათამ შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი, ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი.
განაგრძე კითხვა: ეზრა 2
სრულად წაიკითხე: ეზრა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში