
ეზრა 2:70 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა.
ეზრა 2:70 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 2:70 კონტექსტში
2:68მამისსახლთა თავკაცებმა უფლის ტაძართან მისვლისას იერუსალიმში ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი ღვთის ტაძრისათვის, რომ აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე.
2:69თავიანთი შეძლებისამებრ შეიტანეს სამუშაოთა ხარჯისათვის საგანძურში: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი.
2:70დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა.
პარალელური ადგილები: ეზრა 2:70
- ნეემია 7:73დაიწყეს ცხოვრება მღვდლებმა, ლევიანებმა, კარისმცველებმა, მგალობლებმა, მდაბიორებმა, შეწირულებმა და მთელმა ისრაელმა თავიანთ ქალაქებში. დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები თავიანთ ქალაქებში იყვნენ.
- ნეემია 11:3აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ. იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა შთამომავალნი.
- ნეემია 11:36იუდას ლევიანთაგან ერთი ნაწილი ბენიამინს მიეკუთვნა. მოვიდნენ: შერაია, იერემია, ეზრა,
- ნეშტთა შორისა ა 9:2პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და ტაძარში მომსახურენი.
- ნეშტთა შორისა ა 11:2გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი. უფალმა, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნები ჩემი ერის, ისრაელის მთავარი.
- ეზრა 6:16სიხარულით შეასრულეს ისრაელიანებმა, მღვდლებმა, ლევიანებსა და დანარჩენმა გადანასახლებმა ხალხმა ამ ღვთის სახლის სატფურება.
- ეზრა 6:17მოიყვანეს ამ ღვთის სახლის სატფურებისთვის ასი ხარი, ორასი ვერძი, ოთხასი ბატკანი და თორმეტი თხა ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით მთელი ისრაელის ცოდვის გამოსასყიდად.
განაგრძე კითხვა: ეზრა 2
სრულად წაიკითხე: ეზრა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში