
ეზრა 3:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე ქალაქებში ესახლნენ; შეიკრიბა ერი იერუსალიმში როგორც ერთი კაცი.
ეზრა 3:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 3:1 კონტექსტში
3:1დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე ქალაქებში ესახლნენ; შეიკრიბა ერი იერუსალიმში როგორც ერთი კაცი.
3:2ადგნენ იესო იოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები - ზერუბაბელ შალთიელის ძე და მისი ძმები და აუგეს ისრაელის ღმერთს სამსხვერპლო, რათა აღსავლენი მსხვერპლი შეეწირათ მასზე, როგორც მოსეს, ღვთისკაცის რჯულში იყო დაწერილი.
3:3დადგეს სამსხვერპლო თავის ადგილზე, რადგან ქვეყანათა ხალხების შიში ჰქონდათ, და სწირავდნენ მასზე აღსავლენ მსხვერპლს უფლისადმი დილით და საღამოთი.
პარალელური ადგილები: ეზრა 3:1
- მოციქულთა საქმენი 4:32ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
- კორინთელთა მიმართ ა 1:10მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენ შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.
- ლევიანი 23:24უთხარი ისრაელიანებს: მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს უქმე გქონდეს - გახსენება ბუკისცემისა, წმიდა შეკრებულობა.
- ნეემია 7:73დაიწყეს ცხოვრება მღვდლებმა, ლევიანებმა, კარისმცველებმა, მგალობლებმა, მდაბიორებმა, შეწირულებმა და მთელმა ისრაელმა თავიანთ ქალაქებში. დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები თავიანთ ქალაქებში იყვნენ.
- ნეემია 8:2ეზრა მღვდელმა მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა რჯული კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა კაცებისგან, ქალებისგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა.
- სოფონია 3:9რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ.
- ნეემია 8:14ნახეს რჯულში დაწერილი, სადაც მოსეს მეშვეობით უფალი თავის ხალხს უბრძანებს, რომ ისრაელიანებმა მეშვიდე თვის დღესასწაულისას კარვებში იცხოვრონ.
- გამოსვლა 23:14სამჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში.
განაგრძე კითხვა: ეზრა 3
სრულად წაიკითხე: ეზრა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში