
ეზრა 4:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განკარგულება გაუგზავნა მეფემ რეხუმ მრჩეველს და შიმშაი მწერალს და სხვა მოხელეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამარიაში და სხვა მდინარისგაღმა ქალაქებში, მოკითხვით და ასე და ასე.
ეზრა 4:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 4:17 კონტექსტში
4:15რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი.
4:16ვატყობინებთ მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები დასრულდა, არავითარი წილი აღარ გექნება წყალგაღმიდან.
4:17განკარგულება გაუგზავნა მეფემ რეხუმ მრჩეველს და შიმშაი მწერალს და სხვა მოხელეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამარიაში და სხვა მდინარისგაღმა ქალაქებში, მოკითხვით და ასე და ასე.
4:18წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ, საჯაროდ იქნა წაკითხული ჩემ წინაშე.
4:19მეც გავეცი ბრძანება, ეძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს, შფოთი და არეულობა იყო იქ.
პარალელური ადგილები: ეზრა 4:17
- ეზრა 4:9რეხუმ მრჩეველმა, შიმშაი მწერალმა და მათმა თანამდგომებმა - დინაელებმა, აფარსათქელებმა, ტარფელელებმა, აფარსელებმა, არქეველებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, დეჰაველებმა, ელამელებმა,
- ეზრა 4:11აი, შინაარსი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას: ართახშაშთა მეფეს შენი მორჩილნი, მდინარისგაღმელნი და სხვები.
- ლუკას სახარება 10:5რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
- მოციქულთა საქმენი 23:26„კლავდიუს ლისია მძლეთამძლე მმართველს ფელიქსს, გიხაროდეს:
- რომაელთა მიმართ 1:7ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
- ეზრა 7:12ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრას, მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის სრულყოფილ მოძღვარს, ასე და ასე.
- ეზრა 4:7ართახშაშთას დროს კი ბიშლამმა, მითრედატმა, ტაბეელმა და სხვა თანამდგომებმა მისწერეს ართახშაშთას, სპარსთა მეფეს, წერილი, დაწერილი არამეული ასოებით და არამეულ ენაზე.
- ეზრა 5:7წერილი გაუგზავნეს მას და, აი, რა ეწერა მასში: დარიოს მეფეს დღეგრძელობა!
განაგრძე კითხვა: ეზრა 4
სრულად წაიკითხე: ეზრა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში