
ეზრა 4:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეც გავეცი ბრძანება, ეძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს, შფოთი და არეულობა იყო იქ.
ეზრა 4:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 4:19 კონტექსტში
4:17განკარგულება გაუგზავნა მეფემ რეხუმ მრჩეველს და შიმშაი მწერალს და სხვა მოხელეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამარიაში და სხვა მდინარისგაღმა ქალაქებში, მოკითხვით და ასე და ასე.
4:18წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ, საჯაროდ იქნა წაკითხული ჩემ წინაშე.
4:19მეც გავეცი ბრძანება, ეძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს, შფოთი და არეულობა იყო იქ.
4:20ძლიერი მეფეები განაგებდნენ იერუსალიმს, ეპყრათ მთელი მდინარის გაღმა მხარე, ხარკი, გადასახადი და ბეგარა ეძლეოდათ მათ.
4:21ახლა გაეცით ბრძანება, შეწყვიტოს მუშაობა ამ ხალხმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გამოვა ბრძანება.
პარალელური ადგილები: ეზრა 4:19
- იგავესნი 25:2საქმის დამალვა ღვთის დიდებაა, მეფეთა დიდება კი საქმის გამოაშკარავებაა.
- მეორე სთვლისაება 13:14ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და, აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა: ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენს წიაღში,
- ეზრა 5:17ახლა თუ ინებებს მეფე, მოიძიონ სამეფო წიგნთსაცავში, იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში, და გამოგვიგზავნონ მეფის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე.
- ეზრა 6:2იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: ძეგლისწერა.
- ეზრა 4:15რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი.
- ეზექიელი 17:13აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე და აღთქმა დაუდო; ფიცში შეიყვანა და წაასხა ძლიერნი ქვეყნისა;
- ეზექიელი 17:19ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვფიცავ, თუ მის თავზე არ მოვაქციე ჩემი ფიცი, რომელიც შეიძულა, და ჩემი აღთქმა, რომელიც დაარღვია!
განაგრძე კითხვა: ეზრა 4
სრულად წაიკითხე: ეზრა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში