
ეზრა 5:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ცისა და მიწის ღმერთისა: ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინათ აშენდა; ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა კიდეც.
ეზრა 5:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 5:11 კონტექსტში
5:9მაშინ შევეკითხეთ იმ უხუცესებს, ასე ვუთხარით: ვინ დაგრთოთ ნება ამ სახლის შენებისა და კედლების ამოყვანისა?
5:10მათი სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელები, რომლებიც სათავეში უდგანან მათ.
5:11ხოლო მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ცისა და მიწის ღმერთისა: ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინათ აშენდა; ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა კიდეც.
5:12მას მერე, რაც ჩვენ მამა-პაპამ განარისხა ცათა ღმერთი, მან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველს, ჩაუგდო ისინი ხელში, რომელმაც ეს სახლი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა.
5:13მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის, პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად.
პარალელური ადგილები: ეზრა 5:11
- დანიელი 3:26მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შეუძახა და უთხრა: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, გამოდით და აქ მოდით! მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედნეგო გამოვიდნენ შუაგულ ცეცხლიდან.
- ფსალმუნები 119:46ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
- გალატელთა მიმართ 6:14ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის.
- მოციქულთა საქმენი 27:23ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.
- რომაელთა მიმართ 1:16რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.
- მათეს სახარება 10:32ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
- ნეშტთა შორისა ბ 3:1შეუდგა სოლომონი უფლის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც ნაჩვენები ჰქონდა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნა იებუსელის კალოზე.
- ნეშტთა შორისა ბ 3:5კვიპაროსის ხეებით შემოსა დიდი სახლი, საუკეთესო ოქრო გადააკრა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა.
განაგრძე კითხვა: ეზრა 5
სრულად წაიკითხე: ეზრა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში