
ფსალმუნი 119:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
ფსალმუნი 119:46 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:46 კონტექსტში
119:44დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
119:45ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
119:46ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
119:47გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
119:48ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:46
- რომაელთა მიმართ 1:16რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის.
- მათეს სახარება 10:18და მიგიყვანენ ჩემ გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
- მათეს სახარება 10:19ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
- მოციქულთა საქმენი 26:1აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:
- მოციქულთა საქმენი 26:2მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენ წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი.
- ფსალმუნები 138:1დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.
- მარკოზის სახარება 8:38რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.
- დანიელი 4:25მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ; ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ; ზეცის ცვარ-ნამს დალევ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში