
ეზრა 6:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა დარიოს მეფის ბრძანებისამებრ დაიწყეს დაუყოვნებლივ მოქმედება.
ეზრა 6:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 6:13 კონტექსტში
6:11ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმე გადავა ამ სიტყვას, მისი სახლიდან გამოღებულ ძელზე აიყვანონ და მიალურსმონ, სახლი კი სანაგვედ აქციონ ამის გამო.
6:12ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს, რომ შეცვალოს ეს, რომ ზიანი მიაყენოს ამ ღვთის სახლს იერუსალიმში. მე, დარიოსი, ვიძლევი განკარგულებას: დაუყოვნებლივ შესრულდეს!
6:13მაშინ თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა დარიოს მეფის ბრძანებისამებრ დაიწყეს დაუყოვნებლივ მოქმედება.
6:14იუდას უხუცესები აშენებდნენ და ხელი ემართებოდათ თანახმად წინასწარმეტყველ ანგიასა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველებისა ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ნებით, კიროსის, დარიოსის, ართახშაშთას, სპარსთა მეფის, ნებით.
6:15დამთავრდა ეს სახლი ადარის თვის მესამე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.
პარალელური ადგილები: ეზრა 6:13
- ეზრა 4:9რეხუმ მრჩეველმა, შიმშაი მწერალმა და მათმა თანამდგომებმა - დინაელებმა, აფარსათქელებმა, ტარფელელებმა, აფარსელებმა, არქეველებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, დეჰაველებმა, ელამელებმა,
- იობი 5:12ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.
- იობი 5:13ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება.
- ეზრა 5:6ცალი წერილისა, დარიოს მეფისადმი, რომელიც გაგზავნეს თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა, აფარსექელებმა, მდინარის გაღმა რომ არიან.
- იგავესნი 29:26ბატონის მოწყალებას მრავალნი ეძებენ, მაგრამ კაცის განკითხვა უფლისგან არის.
- ეზრა 6:6ასე რომ, თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, აფარსექელნი, მდინარისგაღმელნი, უნდა დაეხსნან მათ.
- ესთერი 6:11აიღო ჰამანმა შესამოსელი და ცხენი, შემოსა მარდოქაი, გაიყვანა ცხენით ქალაქის მოედანზე და გამოაცხადა მის წინაშე: ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივიც სურს მეფეს!
- ეზრა 4:23როგორც კი მეფე ართახშაშთას წერილი წაკითხულ იქნა რენუმის, შიმშაი მწერლის და მათ თანამდგომთა წინაშე, დაუყოვნებლივ წავიდნენ ისინი იერუსალიმში იუდაელებთან და მაგარი ხელით შეაწყვეტინეს მუშაობა.
განაგრძე კითხვა: ეზრა 6
სრულად წაიკითხე: ეზრა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში