
იობი 5:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.
იობი 5:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 5:12 კონტექსტში
5:10მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,
5:11რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ.
5:12ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.
5:13ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება.
5:14დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში.
პარალელური ადგილები: იობი 5:12
- ფსალმუნები 33:10უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
- ფსალმუნები 33:11აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
- ფსალმუნები 21:11რადგან სიავე განიზრახეს შენ წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
- ესაია 8:10ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი (ემანუელი)
- იგავესნი 21:30არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ.
- ფსალმუნები 37:17რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
- ნეემია 4:15როგორც კი ჩვენმა მტერმა შეიტყო, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ღმერთმა გააქარწყლა მათი ზრახვა და ჩვენ ყველანი კედელთან დავბრუნდით, თითოეული თავის საქმეზე.
- მოციქულთა საქმენი 12:11გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.
განაგრძე კითხვა: იობი 5
სრულად წაიკითხე: იობი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში