
ეზრა 6:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დააყენეს მღვდლები მათი ხარისხების მიხედვით და ლევიანები მათი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.
ეზრა 6:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 6:18 კონტექსტში
6:16სიხარულით შეასრულეს ისრაელიანებმა, მღვდლებმა, ლევიანებსა და დანარჩენმა გადანასახლებმა ხალხმა ამ ღვთის სახლის სატფურება.
6:17მოიყვანეს ამ ღვთის სახლის სატფურებისთვის ასი ხარი, ორასი ვერძი, ოთხასი ბატკანი და თორმეტი თხა ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით მთელი ისრაელის ცოდვის გამოსასყიდად.
6:18დააყენეს მღვდლები მათი ხარისხების მიხედვით და ლევიანები მათი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.
6:19გადაიხადა პასექი გადანასახლებმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
6:20განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ. დაკლეს პასექი გადანასახლები ხალხისთვის, თავიანთი თვისტომი მღვდლებისათვის და საკუთარი თავისთვის.
პარალელური ადგილები: ეზრა 6:18
- რიცხვთა 3:6მოიყვანე ლევის შტო და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რათა ემსახურონ მას.
- ნეშტთა შორისა ბ 35:4მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის განაწესის მიხედვით და მისი ძის, სოლომონის განაწესის მიხედვით.
- ნეშტთა შორისა ბ 35:5დადექით საწმიდარში თქვენი მოძმეების - ერის შვილების მამისსახლთა ჯგუფების მიხედვით და ლევიანთა მამისსახლების დასის მიხედვით.
- ნეშტთა შორისა ა 24:1აარონიანებს თავიანთი დასები აქვთ. აარონიანები: ნადაბი, აბიჰუ, ელყეზერი და ითამარი.
- ნეშტთა შორისა ა 23:1როცა დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.
- ნეშტთა შორისა ა 23:26აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლეულის ტარება.
- რიცხვთა 8:9მიიყვანე ლევიანები სადღესასწაულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.
- რიცხვთა 8:26მხოლოდ დაეხმარონ თავიანთ თანამოძმეებს სადღესასწაულო კარვის დაცვაში, მაგრამ სამსახურს ნუღარ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუწესე ლევიანებს.
განაგრძე კითხვა: ეზრა 6
სრულად წაიკითხე: ეზრა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში