
ეზრა 6:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადაიხადა პასექი გადანასახლებმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
ეზრა 6:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 6:19 კონტექსტში
6:17მოიყვანეს ამ ღვთის სახლის სატფურებისთვის ასი ხარი, ორასი ვერძი, ოთხასი ბატკანი და თორმეტი თხა ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით მთელი ისრაელის ცოდვის გამოსასყიდად.
6:18დააყენეს მღვდლები მათი ხარისხების მიხედვით და ლევიანები მათი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.
6:19გადაიხადა პასექი გადანასახლებმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
6:20განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ. დაკლეს პასექი გადანასახლები ხალხისთვის, თავიანთი თვისტომი მღვდლებისათვის და საკუთარი თავისთვის.
6:21ჭამდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ისრაელიანები და ყველანი, ვინც განუდგა მათთან ერთად ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
პარალელური ადგილები: ეზრა 6:19
- გამოსვლა 12:6ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.
- გამოსვლა 12:36მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. ასე გაძარცვეს მთელი ეგვიპტე.
- ნეშტთა შორისა ბ 30:1შეუთვალა იეხიზკიაჰუმ მთელ ისრაელს და იუდას. წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მოსულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის პასექის გადასახდელად.
- ნეშტთა შორისა ბ 30:27წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი. შესმენილ იქნა მათი ხმა და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფლამდე, ცაში.
- იესო ნავეს ძე 5:10იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე.
განაგრძე კითხვა: ეზრა 6
სრულად წაიკითხე: ეზრა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში