
ეზრა 6:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: ძეგლისწერა.
ეზრა 6:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 6:2 კონტექსტში
6:1მაშინ დარიოს მეფემ გასცა განკარგულება და დაიწყეს ძებნა წიგნთსაცავებში, სადაც განძეულობა ინახებოდა, იქ, ბაბილონში.
6:2იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: ძეგლისწერა.
6:3კიროს მეფის პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: აშენდეს სახლი, ადგილი, სადაც მსხვერპლს სწირავენ, მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს შენობას; სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანეც - სამოცი წყრთა.
6:4სამი რიგი დიდრონი ქვებისგან იყოს და ერთი რიგი - ძელებისგან; ხარჯებს მეფის სასახლე გაასწორებს.
განაგრძე კითხვა: ეზრა 6
სრულად წაიკითხე: ეზრა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში