
ეზრა 6:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ დარიოს მეფემ გასცა განკარგულება და დაიწყეს ძებნა წიგნთსაცავებში, სადაც განძეულობა ინახებოდა, იქ, ბაბილონში.
ეზრა 6:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 6:1 კონტექსტში
6:1მაშინ დარიოს მეფემ გასცა განკარგულება და დაიწყეს ძებნა წიგნთსაცავებში, სადაც განძეულობა ინახებოდა, იქ, ბაბილონში.
6:2იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: ძეგლისწერა.
6:3კიროს მეფის პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: აშენდეს სახლი, ადგილი, სადაც მსხვერპლს სწირავენ, მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს შენობას; სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანეც - სამოცი წყრთა.
პარალელური ადგილები: ეზრა 6:1
- ეზრა 5:17ახლა თუ ინებებს მეფე, მოიძიონ სამეფო წიგნთსაცავში, იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში, და გამოგვიგზავნონ მეფის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე.
- ეზრა 4:15რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი.
- იგავესნი 25:2საქმის დამალვა ღვთის დიდებაა, მეფეთა დიდება კი საქმის გამოაშკარავებაა.
- იერემია 36:32აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა იგი ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყოველი სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც დაწვა ცეცხლში იეჰოაკიმმა, იუდას მეფემ. მას კიდევ დაემატა სხვა ბევრი მსგავსი სიტყვა.
- ეზრა 4:19მეც გავეცი ბრძანება, ეძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს, შფოთი და არეულობა იყო იქ.
- ფსალმუნები 40:7მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე.
- იერემია 36:29თქვი იეჰოაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უეჭველად მოვა ბაბილონის მეფე, ამოაგდებს ამ ქვეყანას, ამოაგდებს ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელსო?
- ეზექიელი 2:9და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში.
განაგრძე კითხვა: ეზრა 6
სრულად წაიკითხე: ეზრა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში