გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზრა 7:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზრა 7:16

და მთელი ვერცხლი და ოქრო, რასაც მოიპოვებ მთელ ბაბილონში, იმ ერისკაცთა და მღვდელთა შემოწირულობასთან ერთად, რომელნიც შესწირეს თავიანთ ღმერთის სახლს იერუსალიმში.

ეზრა 7:16 · საქართველოს საპატრიარქო

ეზრა 7:16 კონტექსტში

7:14რადგან შენ იგზავნები მეფისგან და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა მოიხილო იუდა და იერუსალიმი შენი ღმერთის რჯულის მიხედვით, რომელიც შენს ხელთაა,

7:15რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, მეფემ და მისმა მრჩევლებმა რომ შესწირეს ისრაელის ღმერთს, რომლის სავანე იერუსალიმშია,

7:16და მთელი ვერცხლი და ოქრო, რასაც მოიპოვებ მთელ ბაბილონში, იმ ერისკაცთა და მღვდელთა შემოწირულობასთან ერთად, რომელნიც შესწირეს თავიანთ ღმერთის სახლს იერუსალიმში.

7:17ამიტომაც დაუყოვნებლივ იყიდე ამ ვერცხლით ხარები, ვერძები და ბატკნები და მათი საძღვნო შესაწირავი და ზედაშე, და მიიტანე ისინი თქვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, იერუსალიმში.

7:18და როგორც უკეთესად მიიჩნევთ შენ და შენი თვისტომნი, თქვენი ღმერთის ნებით, ისე მოიხმარეთ დარჩენილი ოქრო-ვერცხლი.

პარალელური ადგილები: ეზრა 7:16

განაგრძე კითხვა: ეზრა 7

სრულად წაიკითხე: ეზრა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში