
ეზრა 8:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და შეწირულნი, რომლებიც მსახურებად მისცეს დავითმა და მთავრებმა ლევიანებს. თითოეული მათგანის სახელი ცნობილი იყო.
ეზრა 8:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 8:20 კონტექსტში
8:18და მათაც, რადგან ჩვენი ღმერთის სასიკეთო ხელი იყო ჩვენზე, გამოგვიგზავნეს ერთი გონიერი კაცი მახლიანთაგან - ლევიანი, ისრაელიანი, სახელად შერებია, მისი ვაჟები და ძმები - სულ თვრამეტი კაცი,
8:19და ხაშაბია და მასთან ერთად ესაია მერარიანთაგან, მისი ძმები და ოცი ვაჟი,
8:20და შეწირულნი, რომლებიც მსახურებად მისცეს დავითმა და მთავრებმა ლევიანებს. თითოეული მათგანის სახელი ცნობილი იყო.
8:21გამოვაცხადე მარხვა, იქ, მდინარე აჰავას ნაპირას, რომ ქედმოდრეკილნი ვყოფილიყავით ჩვენი ღმერთის წინაშე და გვეკითხა მისგან მშვიდობიანი გზა ჩვენთვის, ჩვენი წვრილშვილისთვის და მთელი ჩვენი საბადებლისთვის.
8:22რადგან მრცხვენოდა მეთხოვა მეფისთვის ჯარი და მხედრობა, რომ გზაში მტრებისაგან დაეცვათ ჩვენი თავი, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: სასიკეთოა ჩვენი ღმერთის ხელი ყველასათვის, ვინც კი ევედრება მას; ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც მას მიატოვებს.
პარალელური ადგილები: ეზრა 8:20
- ეზრა 2:43შეწირულნი: ციხაიანები, ხასუფაიანები, ტაბაყოთიანები,
- ეზრა 7:7წავიდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისკაცთაგან და შეწირულთაგან იერუსალიმში მეფე ართახშასთას მეშვიდე წელს.
- ნეშტთა შორისა ა 9:2პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და ტაძარში მომსახურენი.
- ეზრა 8:17გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის უფროსთან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის თვისტომთ, შეწირულთ, ქასიფიაში მყოფთ, რომ ჩვენი ღვთის სახლის მსახურნი გამოეგზავნათ ჩვენთვის.
- ფილიპელთა მიმართ 4:3შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.
განაგრძე კითხვა: ეზრა 8
სრულად წაიკითხე: ეზრა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში