
ეზრა 8:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მათაც, რადგან ჩვენი ღმერთის სასიკეთო ხელი იყო ჩვენზე, გამოგვიგზავნეს ერთი გონიერი კაცი მახლიანთაგან - ლევიანი, ისრაელიანი, სახელად შერებია, მისი ვაჟები და ძმები - სულ თვრამეტი კაცი,
ეზრა 8:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 8:18 კონტექსტში
8:16დავიბარე ელყეზერი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი - თავკაცნი, იოარიბი და ელნათანი - სწავლულნი.
8:17გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის უფროსთან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის თვისტომთ, შეწირულთ, ქასიფიაში მყოფთ, რომ ჩვენი ღვთის სახლის მსახურნი გამოეგზავნათ ჩვენთვის.
8:18და მათაც, რადგან ჩვენი ღმერთის სასიკეთო ხელი იყო ჩვენზე, გამოგვიგზავნეს ერთი გონიერი კაცი მახლიანთაგან - ლევიანი, ისრაელიანი, სახელად შერებია, მისი ვაჟები და ძმები - სულ თვრამეტი კაცი,
8:19და ხაშაბია და მასთან ერთად ესაია მერარიანთაგან, მისი ძმები და ოცი ვაჟი,
8:20და შეწირულნი, რომლებიც მსახურებად მისცეს დავითმა და მთავრებმა ლევიანებს. თითოეული მათგანის სახელი ცნობილი იყო.
პარალელური ადგილები: ეზრა 8:18
- ეზრა 7:28და წყალობით მოახედა ჩემკენ მეფე და მისი მრჩევლები, მეფის ძლიერი მთავრები. მეც გავმხნევდი, რადგან უფლის, ჩემი ღმერთის ხელი იყო ჩემზე, და შევკრიბე ისრაელიანი მთავრები, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.
- ნეემია 2:8ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეთა ასაფიცრად, ასევე ტაძრისათვის, ქალაქის კედლისათვის და იმ სახლისათვის, რომელშიც მე ვიცხოვრებ. მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის მოწყალე ხელი იყო ჩემზე.
- იერემია 3:15დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად.
- ნეშტთა შორისა ა 6:19ელკანას ძე, იეროხამის ძე, ელილელის ძე, თირხას ძე,
- ეზრა 7:6ეს ეზრა წამოვიდა ბაბილონიდან. იგი იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. შეუსრულა მას მეფემ ყველა სათხოვარი, რადგან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
- ეზრა 8:22რადგან მრცხვენოდა მეთხოვა მეფისთვის ჯარი და მხედრობა, რომ გზაში მტრებისაგან დაეცვათ ჩვენი თავი, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: სასიკეთოა ჩვენი ღმერთის ხელი ყველასათვის, ვინც კი ევედრება მას; ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც მას მიატოვებს.
- დანიელი 1:20გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ.
- ეზრა 8:24გამოვყავი მღვდლების უფროსებიდან თორმეტი კაცი - შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან.
განაგრძე კითხვა: ეზრა 8
სრულად წაიკითხე: ეზრა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში