
ეზრა 8:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვყავი მღვდლების უფროსებიდან თორმეტი კაცი - შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან.
ეზრა 8:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 8:24 კონტექსტში
8:22რადგან მრცხვენოდა მეთხოვა მეფისთვის ჯარი და მხედრობა, რომ გზაში მტრებისაგან დაეცვათ ჩვენი თავი, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: სასიკეთოა ჩვენი ღმერთის ხელი ყველასათვის, ვინც კი ევედრება მას; ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც მას მიატოვებს.
8:23ვმარხულობდით და ამას შევსთხოვდით ჩვენს ღმერთს, და მანაც ისმინა ჩვენი.
8:24გამოვყავი მღვდლების უფროსებიდან თორმეტი კაცი - შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან.
8:25და წონით ჩავაბარე მათ ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლისადმი შეწირული, რომელიც მეფემ, მისმა მრჩევლებმა, მთავრებმა და ყველა იქ მყოფმა ისრაელიანმა შესწირეს ჩვენი ღმერთის სახლს.
8:26წონით ჩავაბარე ხელში: ექვსას ორმოცდაათი ქანქარი ვერცხლი და ასი ქანქარი ვერცხლის ჭურჭელი, ოქრო ასი ქანქარი.
პარალელური ადგილები: ეზრა 8:24
განაგრძე კითხვა: ეზრა 8
სრულად წაიკითხე: ეზრა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში